“მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია”

მთაწმინდაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

ხანძარი დაახლოებით 2 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. მთაწმინდის ფერდობზე ამ დრომდე დაკვამლიანებაა. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სამაშველო ტექნიკა.

როგორც საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შვეულმფრენის ჩართვა რთული რელიეფის გამო გახდა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button