იწყება წინასაარჩევნო კამპანია [Audio]

დღეიდან იწყება 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანია. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო რეგულაციების დიდი ნაწილი უკვე ამოქმედებულია, მათ შორის ეს ეხება სახელმწიფო მოხელეებსა და სტრუქტურებს.

პარალელურად, წამმზომი ჩაირთო მედიისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლებს დააკვირდება, ტელევიზიებს ბალანსის დაცვისა და დებატების მოწყობის ვალდებულება აქვთ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ხატია ყურაშვილი_ხმა►

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას აფასებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. მმართველ გუნდში თვლიან, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა ექნება.

საპარლამენტო უმცირესობაში წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსების არამართებულ ხარჯვასთან დაკავშირებით, შესაძლო რისკებზე საუბრობენ.

მმართველი გუნდის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც უფასო სარეკლამო დროის შემცირებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მოუსმინეთ პოლიტიკოსთა შეფასებებს_ხმა►

მსგავსი პოსტები

Back to top button