კახა კალაძე “კახეთში აღმოჩენილ ბუნებრივ აირზე”

“კომპანია ფრონტერას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია,” – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, კომპანია ფრონტერას იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, კახეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

ენერგეტიკის მინისტრი სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა ექსპერტებსა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია ფრონტერას ინფორმაციას ეყრდნობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button