ბრინჯაოს სტარტი [Photo]

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ჰავანაში დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი და 120 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ერთი კვირის წინანდელი “აფრიკის ღია ტურნირის” მსგავსად, კუბური განაცხადიც მხოლოდ ორი პრობლემური წონის: 66 და 100 კილოგრამების სპორტსმენებით დააკომპლექტა, შემადგენლობაში სამი ძიუდოისტი შეიყვანა.

მარგველაშვილმა ჰავანის გრან პრი კუბელი ჟილბერტო სოლარის წუთნახევარში ძლევით გახსნა. მეორე წრეში გაცილებით ძლიერ მეტოქეს დაეჭიდა – ევროპის 2010 წლის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრების წევრ სუგოი ურიარტეს უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილებით (2:3) აჯობა. ალჟირელ ჰოუდ ზურდანი 2 წუთში დასცა ბეჭებზე და ნახევარფინალში გავიდა. მაგრამ ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან ფრანგ ლუის კორვალთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კიდევ ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე – გერმანელი შებასტიან სეიდლი დაამარცხა შიდოებით (1:3).

66 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რუსეთის ნაკრების წევრი კამალ ხან-მაგომედოვი ავიდა, ლუის კორვალის ძლევით. მესამე ადგილი კი მარგველაშვილთან ერთად იტალიელმა ელიო ვერდემ დაიკავა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28077″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button