ბანგლადეშის დედაქალაქში აეროპორტის ნაგვის ურნაში 3 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა დაკას საერთაშორისო აეროპორტში 3 კილოგრამი ოქრო იპოვეს. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

მებაჟეებმა ბანგლადეშის დედაქალაქში კონტრაბანდისტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს. მათ სამძებრო ოპერაციის ჩატარების შედეგად, საერთაშორისო აეროპორტის ნაგვის ურნაში, რომელიც საიმიგრაციო ზონაში მდებარეობდა, 10 ოქროს ზოდი აღმოაჩინეს.

“ვფიქრობ, როცა კონტრაბანდისტებმა ჩვენი სამსახურის აქტივობა შენიშნეს, ოქროს მოშორება გადაწყვიტეს”, – განაცხადა მებაჟე მოილუნ ჰანმა.

გამოცემის ინფორმაციით, ნაპოვნი ოქროს საბაზრო ღირებულება 190 ათას დოლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button