EU-მ შესაძლოა უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას

გამოცემა Financial Times წერს, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების დაბლოკვის გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას.
რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნული 14-15 დეკემბრის სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
ევროკავშირის სამიტის წინ, კომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის გაყინული 10 მილიარდი ევროს გაცემას, თუმცა ქვეყნის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის შესახებ არ უკავშირდებოდა ევროკავშირის დაფინანსების საკითხს.
სამიტის დასრულების შემდეგ, ორბანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთისთვის დანარჩენი 20 მილიარდი ევროს გაცემასაც მოითხოვს.
Financial Times-თან ანონიმმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ბრიუსელი უნგრეთის დარწმუნებას ეცდება, მაგრამ თუ შედეგს ვერ მიაღწია, სხვა გზებს მიმართავენ და უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს.
14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის “სასიცოცხლო” ფინანსების მიწოდება.
ამასთან, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, “სათანადო მომზადების შემდეგ”.
ამასთან სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ – “მაგრამ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს, რომ უნგრეთს აღარ ჰყავს გარანტირებული დამცველი”.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ოფიციალური პირების თქმით, პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.
“შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა უნგრეთმა გვაიძულებს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში”, – აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.