მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ალიანსის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ შეიარაღების წარმოება

ბუქარესტში ნატოს შეხვედრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ შეიარაღების წარმოება.
“სანამ დღეს ვიბრძვით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიბრძოლებთ ხვალ. NATO-ს ქვეყნებმა დღეს უნდა დაიწყონ საჭირო იარაღის წარმოება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.

ბოლოს, როცა NATO-ს მინისტერიალს დავესწარი, სამი სიტყვით მოვედი: იარაღი, იარაღი და იარაღი. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა რჩება აბსოლუტურად მწვავედ, მე განვმარტავ ამას იმით, რომ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და ტანკები”, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე შეუძლებელია გრძელვადიანი პერსპექტივით გამარჯვება, თუ არ მოხდა დიდი რაოდენობით იარაღში ინვესტირება. „სანამ დღევანდელ ბრძოლებში ვიბრძვით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძოლებთ ხვალინდელ ბრძოლებში“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, დრო არ უნდა იხარჯებოდეს თვეობით მოლაპარაკებაზე იმ ქვეყნებთან, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო არ სურთ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას ომში დაეხმარებოდა.

„იმის ნაცვლად, რომ მათი იმედი გვქონდეს და თვეები ვხარჯოთ მათ დარწმუნებაზე, საჭიროა წარმოების ამუშავება, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული იმ მესამე ქვეყნების კაპრიზებზე, რომლებსაც რაღაც აქვთ საწყობებში, მაგრამ არ სურთ მისი მოცემა“, – თქვა კულებამ.

კულებამ დააზუსტა, რომ ყველაზე მეტად უკრაინას ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები.

კულება აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ისინი არ აპირებენ მის გაყიდვას საკმარისი რაოდენობით, პოლიტიკური მიზეზების გამო. მისი თქმით, ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს და ლოდინი საჭირო არ არის, რომ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button