Playboy შიშველი ქალების სურათებს აღარ გამოაქვეყნებს

ცნობილი ჟურნალი – Playboy ბეჭდვურ ვერსიაში შიშველი ქალების ფოტოსურათებს აღარ გამოაქვეყნებს. ეს იდეა ჟურნალის 1779960_20151013070734.gifდამფუძნებელმა, ჰიუ ჰეფნერმა მოიწონა, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Time.

ახალი წესი ძალაში 2016 წლის მარტში შევა და ჟურნალი ქალებს სიშიშვლის გარეშე, მაცდურ პოზებში გამოაქვეყნებს, – აღნიშნავს გამოცემა.

37485_lgგამომცემლების ვარაუდით, Playboy-ის სტილი უფრო თანამედროვე და პრაგმატული გახდება. ფოტოსურათები PG-13 ფორმატში დაიბეჭდება და ამერიკის კინოასოციაციის რეიტინგის თანახმად, 13 წელზე უმცროსი ბავშვები პროდუქციას მხოლოდ მშობლების თანდასწრებით დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ Playboy-ის სადებიუტო ნომერი 1953 წელს გამოვიდა და მის ყდას ცნობილი კინო-დივა – მერილინ მონრო ამშვენებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button