8 წლის ბავშვი და მისი მამიდა არხში დაიხრჩვნენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვი და მცირეწლოვნის მამიდა დაიხრჩვნენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის აგილზე სამაშველო ჯგუფები შეტყობინებიდან 4 წუთში მივიდნენ, თუმცა მათი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

”მივიღეთ შეტყობინება, რომ არხში ჩავარდნენ მამიდა და ძმის შვილი. შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში ადიგენისა და ახალციხის სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა ორივე მათგანი დაღუპული აღმოჩნდა”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button