ბრიტანელებმა მყინვარის გვირაბში იქორწინეს [Photo]

ბრიტანულმა წყვილმა – 41 წლის ენტონი ლიმ და 36 წლის მერი ჯონს-ლიმ, ისლანდიის უზარმაზარი მყინვარის გვირაბში ქორწილი გადაიხადა, – გვაცნობებს The Daily Mail.

ცნობილი გახდა, რომ ცერემონია 40 მეტრის სიღრმეზე გაიმართა, სადაც ჰაერის ტემპერატურა -2 °C-ს შეადგენს. წყვილმა დღესასწაულის ჩასატარებლად ისლანდიის მყინვარი ლაუნგიეკიუდლი აირჩია, რომლის შიგნითაც პატარა სამრეკლოა განთავსებული. ქორწილმა საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა, მას სულ 19 ადამიანი ესწრებოდა.

როგორც გამოცემა გვაცნობებს, ორიგინალური საქორწინო ცერემონია გადაფრენიანად 9 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა, ხოლო სამრეკლოს იჯარით აღებისთვის წყვილმა 2,2 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

The Daily Mail-ი გვაცნობებს, რომ დღესდღეობით მყინვარ ლაუნგიეკიუდლს ევროპაში სიდიდით მეორე ადგილი უკავია

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32065″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button