მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჰამასში“ აცხადებენ რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტონ

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტონ.

„მოძრაობის ლიდერების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ჩვენი ხალხის სისხლის საფასურად არ ღირს“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
ღაზის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამგვარად, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ოქტომბერში ისრაელის იერიშის დაწყებიდან ღაზაში დაიღუპა 30 ათასზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

საავადმყოფოს წარმომადგენლები თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ ბრბოზე დარტყმა განახორციელეს ისრაელის ჯარებმა. მაგრამ მოგვიანებით თვითმხილველებმა თქვეს, რომ ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც ხალხმა ფქვილისა და კონსერვების გადმოღება დაიწყო სატვირთო მანქანებიდან.
Associated Press-ის კორესპონდენტების თანახმად, ისრაელმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს და დასძინა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბრბო სამხედროებს სახიფათოდ მიუახლოვდა. ისრაელის წარმომადგენლებმა მომხდარის დეტალებზე საუბრისას ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კი გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ხალხმრავლობისა და ჭყლეტის გამო და იმის გამო, რომ მათ სატვირთო ავტომობილებმა გადაუარა.“
ამასთან
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ღაზის სეწტორში სახმელეთო გზით დახმარების შეტანა სულ უფრო რთულდება.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ არ შეგვიძლია საკმარიისი დახმარების მიწოდება სატვირთოებით. ასე რომ, გვჭირდება საჭირო ზომების მიღება, როგორიცაა საჰაერო გზით შეტანა“, – განუცხადა „აქსიოსს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

„აქსიოსი“ ასევე წერს, რომ, მაღალჩინოსნების თქმით, საჰაერო გზით დახმარების მიწოდება არ იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი, რადგან დიდი ოდენობის დახმარების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ სახმელეთო გზით.
ქალაქი ღაზა და მიმდებარე ტერიტორიები ისრაელის არმიის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იერიშის პირველი სამიზნე იყო მას შემდეგ, რაც ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაცია მოჰყვა 7 ოქტომბერს რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შედეგად 1200-მდე ისრაელელი იქნა მოკლული და 240-მდე მძევლად აყვანილი (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაცია დარის აღიარებული).

მსგავსი პოსტები

Back to top button