მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთმა, კიევის გარდა, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქსა და ქალაქზე მიიტანა სარაკეტო დარტყმები– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერისა“ და „ბიბისის“ კორესპონდენტები ავრცელებენ.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც კიევის თავზე კვამლი ჩანს. კიევში აფეთქების ხმა მდინარე დნეპრის ორივე მხარეს ისმოდა. მანამდე, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო შეტევის განგაში.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ჩერნიგოვის, პოლტავის, ვინიცის, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.
ამასთან, კიევის მერის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რამდენიმე რაკეტა კი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რაკეტების ჩამოვარდნის ადილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

დღესვე, კრივოი როიგისა და ნიკოლაევის ოლქების მეთაურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ლვოვში. ქალაქის მერი ამბობს, რომ შედეგად, ლვოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ცნობები ქალაქ ხარკოვში აფეთქებების შესახებ. სარაკეტო დარტყმების შედეგად გაჩერდა მეტროპოლიტენი. ქალაქს დენი არ მიეწოდება.

ასევე, აფეთქების ხმა ისმოდა კრივოი როგში, ხმელნიცკში და ოდესაში.

ცოტა ხნის წინ განმეორებითი აფეთქებების ხმა გაისმა კიევში. ქალაქში გათიშეს დენი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფებში დარჩნენ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმების სამიზნე ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button