მნიშვნელოვანისიახლეები

ლაღიძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაიჭრა

თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც. “ხმა გავიგეთ აფეთქების და რომ გავიხედეთ ფანჯარაში, რაღაც ჩხუბი და ჩოჩქოლი იყო. ერთხელ იყო საკმაოდ ძლიერი ხმა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი ან სხვა საბრძოლო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება). ამ ეტაპზე არ არის ცნობილი დააკავეს თუ არა ვინმე, ათეულობით პოლიციელი ისევ ლაღიძის ქუჩაზეა და გამოძებისთვის საჭირო მტკიცებულებებს აგროვებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, ლაღიძისი ქუჩაზე აფეთქების ხმა დაახლოებით 11:30 საათისთვის ისმოდა.

“რაღაც აფეთქდა და რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ”, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილი.
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ახლობლის განცხადებით, დაშავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამაში არ იყო ჩართული და ის შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ, შემთხვევით აღმოჩნდა. დაშავებულის ახლობლის განცხადებით, მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ოპერაციას გაუკეთებენ.

მისივე თქმით, მამაკაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია. ამასთან, დაშავებულის ახლობლისთვის ასევე უცნობია, თუ ვინ არიან დანარჩენი დაშავებულები.

ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button