მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

დაცვის მხარის მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა პროკურატურა სასამართლოზე, დაცვის უფლების სრულად განხორციელებისთვის კი ამ ინფორმაციის სხდომამდე ფლობა მნიშვნელოვანი იყო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მომდევნო სხდომა 25 მაისს ჩანიშნა.

შეგახსნებთ, ნიკა მელია10 მაისს საპატიმროდან, ევროკავშირის მიერ გადახდილი 40 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოვიდა.მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული.

ენმ-ს თავმჯდომარეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button