20-მდე მოსწავლე კახეთის რეგიონულ არქივს ეწვია

“სამოქალაქო განათლების, განვითარებისა და დასაქმების თელავის ცენტრის” ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონულ არქივს ამავე რეგიონის საჯარო სკოლების 20-მდე მოსწავლე ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” საქართველოს ეროვნული არქივიდან აცნობეს.

მათი თქმით, მოსწავლეებმა არქივის ახალგახსნილ შენობაში საცავები, საგამოფენო და სამკითხველო დარბაზები დაათვალიერეს.

კახეთში რეგიონული არქივი მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, სადაც დოკუმენტების საცავები საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button