მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერი რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სკანდალს ვერ ხედავს

ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი როგორ გიპასუხოთ” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მედიის კითხვას ირონიულად უპასუხა.

რუსთთან ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სკანდალს ვერ ხედავს და მთავრობა დაფარულ პოლიტიკას არ აწარმოებს.

“ძალიან მარტივად არის საქმე. მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება., უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა მოხდა გაფორმება შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან. ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ? “- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, პრემიერ- მინისტრთან მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button