ლამბალოში სწავლა ორი კვირით გვიან დაიწყება

რადიო “თბილისის” [FM 93.5] ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოხმაურება მოჰყვა.

რეპორტაჟი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ახალი სასწავლო წლის დაწყებას და სკოლის მშნებელობას ეხებოდა.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ასათიანი გვეუბნება, რომ “სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლამბალოში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით გადაიდება და 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ შენობაში დაიწყებს.

“ლამბალოში სწავლა კვლავ საქონლის ყოფილ სადგომებში განახლდება”, – ასეთი სათაურით მასალა რადიო “თბილისის” ეთერში, ახალ ამბებში გავიდა.

სიუჟეტში სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი ამბობდა, რომ სასწავლო პროცესს კვლავინდებურად, იმ შენობებში იწყებდნენ, რომელიც გაკვეთილების ჩასატარებლად აქვთ დაქირავებული. ეს შენობები კი თავის დროზე საქონლის სადგომებისთვის იყო განკუთვნილი.

ასეთ პირობებში სწავლა ლამბალოელ მოსწავლეებს თითქმის 10 წელია უწევთ, რადგან სკოლის შენობა არამდგრადობის მიზეზით დაანგრიეს და ამ დრომვე ვერ აშენდა.

ლამბალოს სკოლის შენება 2013 წელს დაიწყო. სასწავლო დაწესებულების გახსნის ახალ ვადად 2016 წლის ოქტომბერი სახელდება. სწავლა ლამბალოშიც ამ დროს დაიწყება. საერთო ჯამში, პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ 297 ათას ლარზე მეტია. სასწავლო წელი ქვეყნის სკოლებში 15 სექტემბერს იწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button