მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ხანგოშვილის მკვლელობის გამო, მერკელი რუსეთს ემუქრება

გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, მიიღოს ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის გენერალური პროკურატურის დასკვნებთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება, მაგრამ აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვახდენთ კონცენტრაციას კონკრეტულ მიზნებზე.” – განაცხადა მერკელმა კითხვაზე, გამკაცრდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გერმანიის გენერალური პროკურორის დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოხდა.

„ერთ-ერთი მიზეზია კონფლიქტი უკრაინაში და სწორედ მასთან დაკავშირებულ სანქციებზე ვსაუბრობდით დღეს. მეორე – გერმანიის გენპროკურატურის დასკვნაა გერმანიის ბუნდესტაგის კიბერშეტევაზე და მესამე – ეს არის ცოტა ხნის წინანდელი ბრალდების წარდგენა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. აქ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ სასამართლო მოსმენების შედეგებს.” – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელობის დაკვეთას წინ უძღოდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება “რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების – ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ”. მათივე თქმით, ვადიმ კ-ს. (ვადიმ კრასიკოვი, შეცვლილი გვარით, – ვადიმ სოკოლოვი), რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button