მნიშვნელოვანირეგიონი
სტიქიას კახეთში კიდევ ერთი მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიის შედეგების კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში_ ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.
35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის საყრდენი ჩაენგრა, სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი კომპნია ,,მაგთიკომის” თანამშრომელია და თბილისიდან კახეთში, სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.
სტიქიას მსხვერპლი გუშინაც მოჰყვა. ახმეტაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია დაეცა.