მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს

სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ – დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს „მნიშვნელოვანი და ისტორიული” გადაწყვეტილებისთვის უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ვინაიდან F-16 თვითმფრინავები ამერიკული ტექნოლოგიაა. ზელენსკიმ თვითმფრინავების რაოდენობაზეც გააკეთა კომენტარი.
„რთული იქნება რაოდენობაზე საუბარი. ვთვლი, რომ ნებისმიერი რაოდენობისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ. და საიდან მოიტანეთ, რომ ასე ცოტა იქნება? – ვნახოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ცნობით, გამანადგურებლების გადაცემა უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მოხდება.

„ჩვენ გვყავს სამი ქვეყანა, რომელიც დათანხმდა მომზადების შემდეგ უკრაინისთვის F16-ების გადაცემას – დანია, ნიდრელანდები, ნორვეგია. ჩვენ ძლიერ მადლობელი ვართ ამ სამი სახელმწიფოსი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გასული კვირის განმავლობაში Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები გადასცა. ინფორმაციას უკრაინის მთავრობა გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალში რაკეტები პირველადაა ნახსენები.

აქვე, ცნობილია, რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა სატვირთო მანქანები, დრონების აღმოჩენის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და ნახევარ მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button