მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსში რუსეთისგან ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით,ზოგიერთი იარაღი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი.
„რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ბომბები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ქვეყანამ რუსეთისგან უკვე მიიღო შესაბამისი ბომბები და რაკეტები.
„ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომელიც მივიღეთ რუსეთიდან. ბომბები სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ეს რუსეთის ფარგლებს გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების მოსკოვის პირველი ნაბიჯია.

მსგავსი პოსტები

Back to top button