კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

“სასმელში რაღაც ჩაუყარათ, მაგრამ რაკი არაფერი დაემართათ, თოფით დახოცა”

სასტიკი მკვლელობის დეტალები კახეთში

სასტიკი მკვლელობა კახეთში სავარაუდოდ, ფულს უკავშირდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ქალიშვილის თვალწინ მოხდა.

მოკლული გიორგი ჯიბიაშვილისა და მაკა ზურაბაშვილის ახლობლები ჰერეთს უყვებიან, რომ მკვლელობა სავარაუდოდ, დიდ თანხას უკავშირდება და სავარაუდო. მკვლელს, მთელი ოჯახის ამოწყვეტა უნდოდა.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან, სადაც მათ, ცოტა ხნის წინ, მიწა გაყიდეს.

ნათესავები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო მკვლელს, ამ თანხის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მისი დაუფლების მიზნით, ცოლ-ქმარი დახოცა, მათი ქალიშვილი გაკოჭა, მაგრამ მოკვლა ვერ მოასწრო.

” ჩვენი ინფორმაციით, გიორგის ჰქონდა, მიწის რეალიზაციით მიღებული დიდი თანხა. იმ კაცმა ეს იცოდა, რადგან წინა დღით, გიორგი ამ ფულის ასაღებად იყო წასული. ასე ვიცით, რომ სასმელში რაღაც ჩაუყარათ, მაგრამ რაკი არაფერი დაემართათ, თოფით დახოცა. გოგონაც იქ ჰყავდათ, ის გაუთოკავს, მაგრამ მოკვლა ვერ მოასწრო. ფულის გამოა, მთელი ეს უბედურება მომხდარი, ასეთი ვარაუდი გვაქვს, ჩვენ,”- ყვება ოჯახის ახლობელი.

მკვლელობა გამთენიისას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, გიორგი სამხარაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა.

გარდაცვლილები ფერმის მფლობელის ახლობლები იყვნენ და მეურნეობას პატრონობდნენ.

სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი, უკვე სოფელ კუჭატანშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

ჰერეთი ამ საქმის დეტალებს პერიოდულად გაცნობებთ.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

კახეთში ცოლ-ქმარი ფერმაში მოკლეს

მსგავსი პოსტები

Back to top button