მნიშვნელოვანისიახლეები

მთავარი არხი: ჩვენი ოპერატორი ქარელში “ქართული ოცნების” ოფისიდან გადმოაგდეს

ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.  მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

 

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button