მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი მუშა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს, დენის დარტყმის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი, მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).

კომპანიის ინფორმაციით, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა. “საქართველოს რკინიგზა” აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button