ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ღამე კარვებში გაათენეს

ე.წ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოშიმშილე მოვაჭრეებმა წუხანდელი ღამე კარვებში გაათენეს.

სახელწმიფოსგან დახმარებას 350-მდე ადამიანი ელოდება, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება.

მათი განცხადებით, არა ერთი მიმართვის მიუხედავად არც ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციიდან და არც დედაქალაქის მერიიდან არ მიუღიათ შესაბამისი პასუხი.

მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა მერიის ვალდებულება არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button