პარიზში გაეროს კლიმატის დაცვის სამიტი იხსნება [Video]

საფრანგეთის დედაქალაქში, დღეს – 30 ნოემბერს, დედამიწის კლიმატის დაცვის გეროს 21-ე სამიტი იხსნება.

სამუშაოში მონაწილეობას 150 ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური მიიღებს, მათ რიცხვში: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, აშში-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ორკვირიანი კონფერენციის მიზანი – კლიმატის დაცვის ახალი ხელშეკრულების მიღება იქნება, რომელიც კიოტოს ოქმს – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმებას შეცვლის, რომლის მოქმედების ვადა 2020 წელს იწურება.

პარიზის ტერაქტების შემდეგ, კლიმატის დაცვის სამიტი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ჩატარდება. ლე-ბურჟეში კონფერენციის მონაწილეთა უსაფრთხოებას 2800 პოლიციელი დაიცავს.

პრეზიდენტმა ოლენდმა სამიტის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ სამიტზე კაცობრიობის ბედი გადაწყდება.

“პარიზის ტერაქტების შემდეგ პირველ-რიგოვანი პრიორიტეტები გამოგვიჩნდა, მაგრამ ჩვენ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ, რომელიც გძრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი”, – ხაზგასმით აღნიშნა ოლანდმა გაზეთ 20 minutes-თან ინტერვიუში.

მსგავსი პოსტები

Back to top button