მსოფლიოსიახლეები

თაღლითებმა 39 მილიონი ყალბი სამედიცინო ნიღბის გასაღება სცადეს

თაღლითებმა კალიფორნიის პროფკავშირისთვის 39 მილიონი ყალბი სახის ნიღბის მიყიდვა სცადეს. მომხდარის შესახებ გამოძიებას FBI აწარმოებს.

The Los Angeles Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს თაღლითური სქემა, რომელიც უკავშირდება ავსტრალიელ ბროკერსა და მის მიმწოდებელს ქუვეითში.

SEIU-მ მარტში გასცა დაპირება, რომ მილიონობით ნიღაბს შექმნიდა, რადგან სამთავრობო უწყებები და საავადმყოფოები მიმწოდებელს ეძებდნენ.

გამომძიებლები დაინტერესდნენ, შეეძლო თუ არა ფედერალურ მთავრობას მიწოდების შემოწმება თავდაცვის აქტის საშუალებით და თაღლითობას მიაკვლიეს.

როგორც საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, აშკარა გახდა თაღლითობა, თუმცა ჯერ არ შემდგარა ფინანსური გარიგება.

„არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც ეძებენ მსხვერპლს“,_ განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა სკოტ ბრეიდმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო ნიღბების მარაგების შემცირება და მათზე ფასების ზრდა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button