მნიშვნელოვანირეგიონი

“ის რასაც პენიტენციური სისტემა ამბობდა, აღმოჩნდა მართალი, დანარჩენი აღმოჩნდა ტყუილი”-დავითულიანი

“ის რასაც პენიტენციური სისტემა ამბობდა, აღმოჩნდა მართალი, დანარჩენი აღმოჩნდა ტყუილი“- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
დავითულიანი მედიას, ლაგოდეხში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის შემდეგ ესაუბრა.

“საქართველოში ყველა პატიმრის უფლება არის დაცული, მათ შორის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება ისევე იქნება დაცული, როგორც ყველა სხვა პატიმრის. რაც შეეცება მედიკოს დეპუტატებს, მათ გასცეს სააკაშვილს კვალიფიციური პასუხი და მე არაფერს მეტს არ ვფიქრობ, გარდა იმისა, რაც უპასუხეს იმ კონკრეტულმა დეპუტატებმა. პენიტენციური სისტემა ზედამხედველობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მას ექნება ყველა სამედიცინო მომსახურება, რაც დასჭირდება, თუკი დასჭირდება. საახალწლო დამცველმა გააკეთა განცხადებები, წინა პერიოდშიც, როცა მსგავსი სცენარი იყო გათამაშებული. შედეგად მივიღეთ ის, რომ რა განცხადებებიც გააკეთეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ექიმებმა, მდგომარეობა აღმოჩნდა, სხვაგვარი. პენიტენციური სისტემა აღმოჩნდა მართალი, დანარჩენი სხვა აღმოჩნდა, ტყუილი. სახელმწიფო უწყებები და შესაბამისი ინსტიტუტები, მიხედავენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვერ შევალ მისი ჯანმრთელობის შეფასებაში, არ ვარ ექიმი და არ მაქვს წვდომა, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან. ვერავითარი მიტინგები, ოჯახი აპირებს რაღაც კოალიციის შექმნას, ვერაფერი შეცვლის კანონს, თუ რომელიმე პატიმარს დასჭირდება დახმარება ამას აკეთებენ შესაბამისი უწყებები”– განაცხადა დავითულიანმა.
პარლამენტის წევრმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა. მან ასევე ისაუბრა განცხადებებზე, რომლებიც ომთან დაკავშირებით კეთდება.

” მე არ ვაპირებ მათი შიდა განხეთქილების საკითხში ჩასვლას,თუმცა, აშკარაა, მედიაში და საჯაროდ უკვე იკვეთება, რომ დიდი დაპირისპირებაა.თავისი საქმეები თვითონ აირჩიონ. რაც შეეხება ომზე გაკეთებულ განცხადებებს, ოპოზიციური პარტიის ნარატივი ემთხვევა პრეზიდენტ მარგველაშვილის ნარატივი, რომ ახლა უნდა შევიარაღდეთ, გიგაური ამბობს, რომ ახლა არის შანსი და რუსეთს არ აქვს საქართველოში ომის ძალა. გააჩნია განცხადებებს როდის და რა დროს აკეთებ, ასეთი განცხადებები საქართველოში, არასწორია. ყველაზე მეტად გამაკვირვა პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ, რომ ახლა დეოკუპაციის დროა
ზაქარეიშვილი ცნობილი იყო თავისი სამშვიდობო პოლიტიკით და იმედი მაქვს, ეს არ გულისხმობს ძალისმიერ მეთოდებს” თქვა დავითულიანმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ლაგოდეხში, ორ დღეს გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button