მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფება

საქართველოში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ალექს მუნი, ბრაიან ჯორჯ სტილი, კელი მაიკლ არმსტრონგი, კეროლ დევინ მილერი და რონალდ ჯინ ესტესი.ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ვიზიტი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვდებიან ირაკლი ღარიბაშვილს, დავით ზალკალიანს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ნათია თურნავას. შეხვედრა ასევე გაიმართება საქართველოს პარლამენტში. კონგრესმენები საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან.

ვიზიტი, ორგანიზებულია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button