ტერაქტი ავღანეთში – დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აღწევს

ტერაქტი ავღანეთში – თვითმკვლელი ტერორისტები ავღანეთის პოლიციის ბადრაგს თავს დაესხნენ. ქაბულთან აფეთქებას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის.

ორი აფეთქება ავტომობილებთან მოხდა, რომლებშიც სასწავლო კურსის დამთავრების ცერემონიიდან დაბრუნებული სტუდენტები იმყოფებოდნენ.

გუბერნატორ ჰაჯი მუჰამედ მუსა ხანის თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა დიდია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია “თალიბანმა” აიღო.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button