მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთმა “ყველაზე სუფთა რეგიონის” სტატუსი მეოთხედ მიიღო

კახეთმა “ყველაზე სუფთა რეგიონის” სტატუსი მეოთხედ მიიღო.
დაჯილდოების ცერემონია თბილისში ჩატარდა.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებენ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ის კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურებს წარმატებას პირადად მიულოცავს.

„დაგეგმილი მაქვს, შევკრიბო კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურების მეეზოვეები და ეს ჯილდო პირადად მივულოცო. რადგან ის ეკუთვნის თოთოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე.
ტურისტული სეზონი მოდის და კახეთი ღირსეულად დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. სუფთა რეგიონის სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კახეთი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ”- განაცხადა შიოშვილმა.

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ 2016 წელს დაფუძნდა.
წელს დაჯილდოების ცერემონია მეექვსედ გაიმართა და კონკურსი 8 ნომინაციაში შედგა.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომლებმაც კონკურსის ორგანიზატორებს ნომინაციების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები წარუდგინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button