ორბანი პრემიერ კობახიძეს არჩევნებში ,,მოპოვებულ გამარჯვებას,, ულოცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას სოციალურ ქსელის მეშვეობით ულოცავს. ის პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც ვიქტორ ორბანი წერს, ქართველმა ხალხმა ისიც რა არის მათი ქვეყნისთვის უკეთესი და მათი ხმა მკაფიოდ დაფიქსირდა.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“ „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები.
“იმედია” თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 56.1% დააგროვა. ხმათა 42% მიიღო “ქართულმა ოცნებამ” „მთავარი არხის“ დაკვეთით, HarrisX-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხოლო 40.9 – „ედისონ რისერჩის” თანახმად, ეს კვლევა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით ბუდაპეშტიდან და თბილისიდან, ვიქტორ ორბანი უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტს გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ოფიციალური მონაცემები 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე გამოქვეყნდება. საარჩევნო უბნები საქართველოში 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები ჯერ არ დასრულებულა ევროპისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.