მნიშვნელოვანირეგიონი

კოვიდის სამკურნალო ” “პაქსლოვიდი” კახეთში არ გამოყენებულა

” კოვიდ- 19- ის სამკურნალო პრეპარატ “პაქსლოვიდის” გამოყენების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა და შესაბამისად, მისი ეფექტი ჯერ არ გვინახავს”-
ამის შესახებ, რადიო ჰერეთს კოვიდის სამკურნალო ონლაინ-კლინიკის მენეჯერმა, დეა ცაბუტაშვილმა განუცხადა.

” პრეპარატი პაქსლოვიდი ჯერჯერობით, არცერთი პაციენტისათვის არ დაგვინიშნავს. რომელიმე ექიმს რომ გამოეყენებინა, აუცილებლად მეცოდინებოდა. კოვიდის შემთხვევები გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობით და იმდენად მსუბუქად მიმდინარე, რომ არამხოლოდ პაქსლოვიდი, საერთოდ წამალი არ სჭირდება. მის გამოყენებას აქვს სპეციალური პროტოკოლი და ჩვენებები და ეს არ დაფიქსირებულა, ჯერ. ასე, რომ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება, ამ ეტაპზე არ გვაქვს და შესაბამისად, არ გვინახავს, ეფექტიც”– განაცხადა ცაბუტაშვილმა.

თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი, ხათუნა ჭონიაშვილი ადასტურებს, რომ საავადმყოფოში შენახული პრეპარატი, ჯერ არ გაცემულა.

“პრეპარატი ინახება ჩვენთან და გაცემა უნდა მოხდეს, სპეციალური მიმართვის საფუძველზე. ასეთი მიმართვა არ ყოფილა. პაქსლოვიდს ნიშნავს ექიმი, გარკვეული ჩვენებების მიხედვით და როგორც ჩანს, არცერთ პაციენტს, ამ ეტაპზე, მისი გამოყენების აუცილებლობა არ ჰქონია”- განაცხადა ჭონიაშვილმა.
კორონა ვირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი საქართველოში 22 მარტს შემოვიდა.

კახეთის რეგიონს ” პაქსლოვიდის” 200 კოლოფი გადაეცა და პრეპარატი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ინახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button