მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“რუსეთი არის ძლიერი, დამოუკიდებელი მსოფლიო ძალა”-პუტინი

რუსეთი, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ძალა, მსოფლიო ასპარეზზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მის ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, მისწრაფება, იცხოვრონ საკუთარი ნებით და არ დაუშვან გარე ძალების დიქტატი, რუსების გენეტიკური კოდის ნაწილია.

“სახელმწიფო დროშა სიმბოლოა ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა, რომლებიდანაც არასდროს გადავუხვევთ – სიმართლე და სამართლიანობა, სოლიდარობა და გულმოწყალება, პატივისცემა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ისტორიისადმი, ჩვენი წინაპრების მიღწევებისა და გამარჯვებებისადმი, რაც მოსაფრთხილებლად გვიანდერძეს და სამშობლოს დაცვა, არასდროს დავუშვათ გარე დიქტატი და ჰეგემონია. რუსეთი არის დიდი, დამოუკიდებელი, მსოფლიო სახელმწიფო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, რომ საერთაშორისო არენაზე გავატაროთ მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც სამშობლოს ძირეულ ინტერესებს შეესაბამება,” – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და არასდროს დაუშვებს გარე დიქტატსა და ჰეგემონიას.

მისი აზრით, სურვილი, აირჩიო საკუთარი გზა და გაჰყვე მას, რუსების გენეტიკური კოდის ნაწილი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button