სიახლეები

8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკიდან გერმანიაში გადაჰყავთ

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკიდან გერმანიაში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ისრაელმა თავისი რესურსი ამოწურა, რის გამოც ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიაში გადაწყვიტეს.

„ჩვენ გერმანიაში მივდივართ, რადგან ისრაელში ამოწურეს თავიანთი რესურსი და მეტს ვეღარაფერს გვიკეთებენ. ასე ვერ დაველოდებით მოვლენებს, ახლის ძიებაში ვართ… დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანიაში ამას გამოწვევად მიიღებენ და რაღაცას მოიფიქრებენ. ჯერჯერობით ვერაფერს გვპირდებიან, თუმცა იმედი არ გადაუწურავთ ჩვენთვის ისრაელისგან განსხვავებით“, – განაცხადა ქრისტინე მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, შარტავას ქუჩაზე დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button