საქართველოსიახლეები
თბილისში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

თბილისში, ამიერკავკასიაში თვითმფრინავის ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა.
ღონისძიებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა.
ქარხანაში სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება – აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.
პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის 1 ივლისს დაიწყო.