ივანიშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ერთვება [Audio]

კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ახალი წლიდან ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება, თუმცა ის არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

ამის შესახებ, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, უმრავლესობისა და პოლიტ საბჭოს გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ.

სხდომას ყოფილი პრემიერიც ესწრებოდა, რომელმაც როგორც თავად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით მისცა რეკომენდაციები.

ქართული ოცნების საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კი, როგორც განაცხადეს არ უმსჯელიათ, თუმცა ამბობენ, რომ კანდიდატი ბევრია და მუშაობა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ იანვრისთვის იქნება ცნობილი.

“ქართული ოცნების” დეპუტატები: ზვიად კვაჭანტირაძე და ელისო ჩაფიძე – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button