მნიშვნელოვანისიახლეები

,,მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა,,-მდინარაძე

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველო უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, „ქართულ ოცნებას“-კობახიძე

დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა – ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ ქართველი ერი გადაეშენებინა, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით, ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გურიაში მოსახლეობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ლგბტ პროპაგანდისა, მდინარაძემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლიტიკის გაჯანსაღებაც დაასახელა და აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას“.

„გურიაში ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. გურულების სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ განსაკუთრებულია, ისევე როგორც სხვა მხარის წარმომადგენლების. გურიაში ვდგავართ განსაკუთრებული ამოცანის წინაშე – როგორ გინდა, გურულებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრო და აუხსნა ეს ყველაფერი. თუმცა სალაპარაკო სხვა ძალიან ბევრია და მშვიდობასთან ერთად ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს.

დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თემაზე ვეღარც გვეკამათებიან, თუმცა ცდილობენ, მისი მნიშვნელობა დააკნინონ. სინამდვილეში ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით, ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ. ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს ცუდია, აიგნორებენ ამ საკითხს იმიტომ, რომ შიგნით ხალხის, თქვენი ეშინიათ და გარეთ მათი პატრონების. ეს ერთ-ერთი საკითხია, რატომაც ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია უნდა მოგვანიჭოს,,

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხია, რატომაც ხალხმა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია უნდა მიანიჭოს.

,,სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას. თავის მხრივ, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედადაა დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მოქმედება იქნება ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება, მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას ჩვენ – არც გურულები და არც ქართველები არ გავატარებთ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია,,
​მისი თქმით, მთავარი ღირებულებაა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას.

მთავარი ღირებულებაა, დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას.

,,ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა. დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია. ცალკე აღებული რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა შეიძლება შედარებით უფრო ადვილიც იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს, ეს ყველაფერი ერთად კი ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით. და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ. 26 ოქტომბერს არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს, ჩვენს ბევრ გამარჯვებას გაუმარჯოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში განაცხადა.

“საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა:
დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;
გათავისუფლდა ბიზნესი და მედია;
2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი;
3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი;
3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;
ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;
3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი;
ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;
700 ათასამდე მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. 1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკური ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს „ქართულ ოცნებას“, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button