ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 452 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 452 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 876-ზე მეტი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა 2 იანვრის მდგომარეობის მიხედვით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა:
➡დონეცკის რეგიონში – 429
➡ხარკოვის ოლქში – 268
➡კიევის ოლქში – 117
➡ჩერნიგოვის ოლქში – 81
➡ლუგანსკის ოლქში – 65
➡მიკოლაევის ოლქში – 81
➡ხერსონის ოლქში – 74
➡ზაპოროჟიეს ოლქში -78
➡ლასტროვის ოლქში – 64
➡დნეპროპეტროვსკის ოლქი 34
➡ლასტროვის ოლქში – 68.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.