მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 მუნიციპალიტეტმა მიიღო

ამ წუთებში კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს.
ვაქცინა, რომლითაც აცრა დაიწყება ასტრა ზენეკას წარმოებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ვაქცინა ოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.

” ჯანდაცვის ცენტრებში, ამ წუთებში მიმდინარეობს ვაქცინის ჩამოტვირთვა. დღეს ჩამოვიდა ასტრა ზენეკას ვაქცინა, საგარეჯოსა და გურჯაანში შევიდა ხუთას- ხუთასი, ექვსასი დოზა მიიღო თელავმა, ხოლო ახმეტაში გაგაზავნილია სამასი დოზა. დანარჩენი მუნიციპალიტეტები ვაქცინას ხვალ მიიღებენ- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვაქცინაცია კახეთში, სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება და პროცესი თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან დაიწყება. სულ ვაქცინაციისათვის რეგიონიდან 13 სამედიცინო დაწესებულებაა დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ასტრა ზენეკას წარმოების, კორონა ვირუსიის საწინააღმდეგო 43 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა

მსგავსი პოსტები

Back to top button