შშმ მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 ოქრო, 10 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მკლავჭიდელთა 26-ე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ევროპის ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შორისაც ჩატარდა, სადაც ასევე დიდი წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა ნაკრების წევრები.

შშმ მკლავჭიდელებმა ბუქარესტში სხვადასხვა წონით კატეგორიებსა და დისციპლინებში 9 ოქროს, 10 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შშმ მკლავჭიდის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა – ერეკლე გურჩიანმა წარადგინა.

ევროპის ჩემპიონატი შშმ მკლავჭიდელთა შორის

21-29 მაისი, ბუქარესტი

9 ოქრო

გიორგი ჯაშიაშვილი (60 კგ) 2 ოქრო

სერგო დურგლიშვილი (100 კგ) 2 ოქრო

მარინა ფუტკარაძე (60 კგ) 2 ოქრო

ზურაბ ბუცხრიკიძე (70 კგ)

შოთა ომარაშვილი (60 კგ)

ზვიად სულიკაშვილი (60 კგ)

10 ვერცხლი

თენგიზ გაზდელიანი (მძიმე) 2 ვერცხლი

თემურ დადიანი (65 კგ) 2 ვერცხლი

ვახტანგ ახობაძე (60 კგ)

ბესიკ ლეკიაშვილი (90 კგ)

აბესალომ ბუკია (80 კგ)

ლაშა ლომიძე (75 კგ)

ზურაბ ბუცხრიკიძე (70 კგ)

შოთა ომარაშვილი (60 კგ)

3 ბრინჯაო

ლაშა ბეგიაშვილი (80 კგ)

ბესიკ ლეკიაშვილი (90 კგ)

ზურაბ სოხაძე (65 კგ)

მსგავსი პოსტები

Back to top button