მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მთავრობა 10 წლიან გეგმაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10-წლიან გეგმაზე სამუშაოდ ქვეყნის განვითარების და რეფორმების საბჭო შეიქმნა. საბჭოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
“ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.
განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.