მნიშვნელოვანირეგიონი

მთავრობა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) ვალს აიღებს

საგარეჯო-ბადიაურის გზის პროექტის განხორციელებისათვის, მთავრობა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) ვალს აიღებს.

შეთანხმება 97,700,000 ევროს სესხების თაობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მთავრობამ უკვე წარუდგინა კომიტეტმა შეთანხმება განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღებული სესხი კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტს უნდა მოხმარდეს, რომელიც საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად საგარეჯო – ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და სამშენებლო სამუშოების დაწყება 2022 წლის ბოლოს იგეგმება.
გზის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 30 თვეს მოიცავს, რასაც დეფექტების შეტყობინების 24 თვიანი პერიოდი დაემატება.

მოლაპარაკებები პროექტის საბოლოო ტექსტის შემუშავების მიზნით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, 2022 წლის წლის 21-22 თებერვალს გაიმართა.

სესხის ხანგრძლივობა 27.5 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12.5 წელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button