BREAKING: მთავრობა საქართველოში მიხეილ სააკაშვილს ეძებს
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოში შემოსულ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღეა ეძებს.
ფოთში სანაპირო დაცვის ტერიტორიაზე, ტენტგადაფარებული იახტა დგას, რომელიც საქართველოს მთავრობამ სარფში დააკავა.
ჰერეთის წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ სწორედ ამ იახტით სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა.
ფოთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა და ასევე აიპი “ფოთის ტერმინალის” დაცვის წევრებმა რადიო ჰერეთს ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.
“ჩვენ არაფერი არ ვიცით,ხელმძღვანელობას დავურეკავთ და სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია”,-ამბობენ ისინი.
იახტაში რომ საკაშვილს ეძებდნენ, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ფოთის პორტის ტერმინალის დაცვის წევრები.
უკრაინული იახტა სახელწოდებით – INSIEME, ფოთის სანაპირო დაცვის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც დგას.
შეგახსენებთ, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოსვლას სწორედ სარფიდან გეგმავდა.
რადიო ჰერეთმა ამბავთან დაკავშირებით შსს-ს და სანაპირო დაცვის სამსახურს-ს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ბოლო პოსტი სოციალურ ქსელ Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდს დაახლოებით 4 საათის წინ აქვს გაზიარებული.