მთავრობა ზარალს არ აანაზღაურებს,სადაზღვევოებმა კი თანხების გაცემა დაიწყეს
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ცნობას, იმის შესახებ,რომ მთავრობა 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მძღოლებს ავტომანქანების ღირებულებას კომპენსაციის სახით აუნაზღაურებს, სიმართლეს არ შეესაბამება. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს.
“ამ თემაზე საერთოდ არ არის საუბარი და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – აცხადებენ პრესსამსახურში.
სადაზღვევო კომპანია” იმედი L” აცხადებს, რომ მათთან 40 შემთხვევა იყო ავტომანქანების მიმართულებით და რამდენიმე ასეული ათასია ზარალი. “დაწყებულია კომპენსაციების გაცემა” – განაცხადა თამარ გოფოძემ, ” იმედი L”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა რადიო ჰერეთთან საუბარში.
მოუსმინეთ თამარ გოფოძის ხმას
დაზარალებულ მძღოლებს ზარალი უკვე აუნაზღაურა “ჯი-პი აი” ჰოლდინგმა. თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი”ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ 13 ივნისს “ჯი-პი-აი”-მ საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა და 100 მდე შეტყობინება მიიღო. “მთლიანობაში ზარალის ოდენობა 700 ათას ლარს გადააჭარბებს”
მოუსმინეთ თინათინ სტამბოლიშვილის ხმას
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის რა ბედი ეწევათ იმ მძღოლებს, რომლებსაც ავტომანქანები დაზღვეული არ ჰყავდათ.