ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აუქციონში 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა.
„2021 წლის 22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა”, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც, ეროვნულ ბანკის ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოთხოვნამ 83 750 000 ლარი შეადგინა, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.050 %-ით, მაქსიმალური კი 9.190 %-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.085 %-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 %-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.