მთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

ხელისუფლება გლეხებს დაეხმარება და რთველი 2016-ის სუბსიდირებას განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება სხვადასხვა ფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წელს გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია თანხა, რომელსაც მთავრობა ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფს.

„რთველი 2016, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების. მივდივართ ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შემქნა და მეორე, რა თქმა უნდა, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება. ასე რომ, წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება, ისე რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება,“-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button