მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა
მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. განახლებულ შემადგენლობას ხმა 87-მა დეპუტატმა მისცა 38-s წინააღმდეგ.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში 3 ახალი მინისტრია, მათ შორის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა თინა ხიდაშელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა გიგლა აგულაშვილმა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაიკავეს.
სანამ პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებდა საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა გაიმართა, რომლითაც დეპუტატის მანდატი თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს ვადაზე ადრე ჩამოერთვათ.