მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშილი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ილია დარჩიაშილი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

ადმინისტრაციის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.
ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი კახა ქემოკლიძემ, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, 24 თებერვალს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button