მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის იურისტი თელავის მერის მოადგილედ დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის იურისტი, ნიკოლოზ მეტრეველი, თელავის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა.

თელავის მერის, შოთა ნერეკლიშვილის განმარტებით, ახალი მოადგილე, პროფესიული ნიშნით შეარჩია.

” ნიკოლოზი მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციის იურისტად და მასთან მქონდა პროფესიული და პირადი შეხება. კარგა ხანია, იურიდიული მიმართულებით მოადგილის თანამდებობა იყო თავისუფალი და გადავწყვიტე, მისთვის შეეთავაზებინა”- განაცხადა ნარკელიშვილმა.

უკავშირდება თუ არა, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის მერის მოადგილედ დანიშვნა, მოსალოდნელ გადადგომას, ან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, შოთა ნარეკლიშვილმა ,რადიო ჰერეთთან განაცხადა, რომ ეს ფაქტი არჩევნებთან კავშირში არ არის და ვადამდე, არც თანამდებობის დატოვებას აპირებს.

ნიკოლოზ მეტრეველი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, უკვე შეუდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button